არქივი22 ოქტომბერი, 2024, 09:36
მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით თავდასხმას

სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმისას დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
ადმინისტრაციის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრის რაიონზე, სადაც კერძო სახლებია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგვისტოდან დაიწყეს სახმელეთო ოპერაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.