ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ დობროპილიაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რუსების მიერ დობროპილიაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 8 ხუთსართულიანი სახლი, ადმინისტრაციული შენობა და 30 მანქანა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა ხანძარიც. მაშველები მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.
რუსებმა ქალაქი დობროპილია გვიან ღამით დაბომბა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.