რუსების მიერ გაშვებული 28 "შაჰიდიდან" ღამით 21 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 28 "შაჰიდის" ტიპის დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა 21 მათგანი ჩამოაგდეს.
"21 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ძალების მეშვეობით," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა ზაპორიჟიეს, მიკოლაევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ვინიცისა და ჩერკასის რეგიონებში. ოკუპანტები კი უკრაინას დრონებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან) უტევდნენ. S-300 ტიპის სამი რაკეტით კი ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.