არქივი13 იანვარი, 2024, 06:47
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსების სარაკეტო იერიშები გრძელდება
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსების სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„უკრაინამ დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ მოიგერია“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
დღეს დილით, აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდება და საჰაერო თავდაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.