არქივი14 თებერვალი, 2024, 08:56
რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა
რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეში 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
ვადიმ ფილაშკინის ცნობით, რუსების მიერ გვიან ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.
რუსების თავდასხმების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. სულ, რუსეთის შეტევების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 7 ადამიანი გარდაიცვალა და 23 დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.