ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ქალაქ ბელგოროდში 5 ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვი.
ბელგოროდის ჩრდილოეთით მდებარე კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, სარაკეტო დარტყმების შედეგად სავაჭრო ცენტრი დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიასაშუალებები დაღუპულების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. საინფორმაციო გამოცემა Mash-ის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 9-ს აღწევს.
რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უკრაინას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.