ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო იერიშების შესახებ დამატებით ინფორმაციას მალე გაავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცფათში 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.