რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელი, ჯორჯ სიმონი გავიდა, მეორეზე კი – ბუქარესტის მერი, ნიკუსორ დენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე