ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმები, 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
18 მაისს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმების 30,9%-ით პირველ ადგილზეა მმართველი პარტიის, ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი.
29,8% აქვს კანდიდატს ოპოზიციური პარტიიდან „კანონი და სამართალი“, მემარჯვენე-კონსერვატორ კაროლ ნავროცკის.
ხმების 14,9%-ით მესამე ადგილზეა ნაციონალისტური პარტიის, „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ პირველ და მეორე ადგილებზე გასული რაფალ ტშასკოვსკი და კაროლ ნავროცკი.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.