ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური

ეგზიტპოლების მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტიის "სამოქალაქო პლატფორმა" ლიდერი, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილს
ნაციონალისტ ისტორიკოსს, კაროლ ნავროცკის კი - 29,1 პროცენტი აქვს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.
ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.
ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.
აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად უთანხმოებაში იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მან ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.