რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია იმარჯვებს

კვირას რუმინეთში საპარლამენტო გაიმართა. 18 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა 10 ათასზე მეტი კანდიდატიდან 136 სენატორი და 329 დეპუტატი აირჩია. ხმის მიცემის პროცესს რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური აკვირდებოდა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა, აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 და 2016 წლების არჩევნების მაჩვენებლებს (შესაბამისად 31,8 და 39,4 პროცენტი). წელს ანალოგიური აქტივობა დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც.
საღამოს გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, პარლამენტის ორივე პალატის არჩევნებში ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ხელმძღვანელობს. მან შეიძლება დეპუტატთა პალატაში მოაგროვოს ადგილების 25,5 პროცენტი და სენატში – 25,7 პროცენტი. სამთავრობო კოალიციაში მისი მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“ შესაბამისად 15,3 და 15,6 პროცენტს აგროვებს.
მეორე ადგილი, გამოკითხვების მიხედვით, ეკუთვნის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების ალიანსს „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“ (19,3 და 19,5 პროცენტი), მესამე ადგილი – პროევროპულ „რუმინეთის ხსნის კავშირს“ (15,7 პროცენტი ორივე პალატაში).
საპარლამენტო იმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი კვირის შემდეგ. მასში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ, რომელიც ადრე წევრი იყო „ალიანსისა რუმინელთა ერთიანობისთვის“. მეორე ადგილი დაიკავა „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ლიდერმა ელენა ლასკონიმ. მან მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით გაუსწრო პრემიერ-მინისტრ ჩოლაკუს.
28 ნოემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო ბიუროს დაავალა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ხელახლა დათვალოს გამოვლენილი დარღვევების გამო. თუ სასამართლო კენჭისყრის შედეგებს არ დაამტკიცებს, ის უნდა განმეორდეს, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა ტონი გრებლემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)