ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ.
თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ზედა პალატის არჩევნებში მიიღეს ხმების 22,5% და ქვედა პალატაში - 22,2%. სამთავრობო კოალიციაში მათი მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“, შესაბამისად 14.4%-ს და 13.3%-ს აგროვებს.
ორივე პალატაში მეორე ადგილებზეა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“. ეს პარტია ადრე დატოვა კალინ ჯორჯესკუმ, რომელმაც მოულოდნელად მოიგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ერთი კვირის წინ. ჩოლაკუმ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა, ის დამარცხდა ელენა ლასკონისთან, რომელიც ლიდერია პროევროპული პარტიისა „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, და გამოეთიშა რბოლას. მეორე ტური მომდევნო კვირას, 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.
მაგრამ 28 ნოემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო ბიუროს დაავალა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ხელახლა დათვალოს გამოვლენილი დარღვევების გამო. თუ სასამართლო კენჭისყრის შედეგებს არ დაამტკიცებს, ის უნდა განმეორდეს, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა ტონი გრებლემ.
საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52,5% შეადგინა, რაც თითქმის უტოლდება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობას და მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.