რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ

რუმინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბიულეტენების დაახლოებით 90 პროცენტის დამუშავების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 23,84 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე ალიანსი „რუმინელთა ერთიანობისთვის“ ხმების 17,85 პროცენტით, მესამე ადგილზე კი – მემარჯვენე ეროვნულ-ლიბერალური პარტია 14,64 პროცენტით.
ამასთან, „დოიჩე ველე“ წერს, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულმა კენჭისყრის შედეგებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
რუმინეთში საპარლამენტო გუშინ ჩატარდა. პარლამენტარებს ოთხი წლის ვადით, პარტიული სიებით ირჩევენ. პარტიის პარლამენტში შესვლის ბარიერი 5 პროცენტია. არჩევნებში სულ 31 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
რუმინეთის ამჟამინდელ პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი „სოციალ-დემოკრატებს“ აქვთ, თუმცა არა ერთპარტიული კაბინეტის შესაქმნელად საჭირო რაოდენობა და ხელისუფლებაშია „ეროვნულ-ლიბერალურ პარტიასთან“ ერთად ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა