რომის პაპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტმა მ  და რომის პაპმა ფრანცისკემ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, რომის პაპთან უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებაზე მუშაობის საკითხი განიხილეს.

„ახლახან ვესაუბრე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს. მე მას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ს და უკრაინელებს შობა მოგვილოცა და მშვიდობა გვისურვა – ყველა ჩვენგანისთვის სამართლიანი მშვიდობა.  განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე – 80-ზე მეტი სახელმწიფო უკვე წარმომადგენლობით დონეზე უკვე არიან ამ პროცესში. მეტიც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მადლობელია ს „იმ სამუშაოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც უკრაინული მხარე ახორციელებს“.