არქივი29 დეკემბერი 2023, 08:43
აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - პენტაგონი
ამერიკის თავდაცვის მდივანსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში.
ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია "ჰამასი" აღარასდროს დაემუქროს ისრაელის უსაფრთხოებას. მან ასევე ხაზი გაუსვა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარების მნიშვნელობას.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.