არქივი22 იანვარი, 2024, 01:29
რომის პაპი ჰაიტიში გატაცებული მონაზვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ფრანცისკე ჰაიტიში გატაცებული მონაზვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„გულწრფელად ვითხოვ მათ გათავისუფლებას, ვლოცულობ ქვეყანაში სოციალური ჰარმონიისთვის.ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ძალადობა, რომელიც ძვირფასი მოსახლეობის ამდენ ტანჯვას იწვევს"- განაცხადა ფრანცისკემ.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსში მყოფი წმინდა ანას დების კონგრეგაციის ექვსი მონაზონი გაიტაცეს. მათთან ერთად გაიტაცეს ავტობუსში მყოფი სხვა პირებიც, მათ შორის მძღოლიც. ჯერჯერობით უცნობია გატაცებაში ბრალდებულის ვინაობა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.