ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპი ომების დასრულებისა და სამოქალაქო მოსახლეობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ფრანცისკემ 28 იანვარს თავის ქადაგებაში კონფლიქტების ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ადამიანები დაიღალნენ ომებით, რასაც მან "ხალხების კატასტროფა და კაცობრიობის მარცხი" უწოდა.
ყოველკვირეული ლოცვების შემდეგ წმინდა პეტრეს მოედანზე, პონტიფიკმა თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს მიანმარს (ბირმას), პატივისცემას იმსახურებს ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა, რომელიც განსაცდელში იმყოფება ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის გამო. რომის პაპმა თავის ქადაგებაში ახსენა ასევე უკრაინაში მცხოვრები ხალხის ტანჯვა.
რომის პაპმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე საუბრის დროს არაერთხელ მოუწოდა სამწყსოს, რომ არ შეწყვიტოს ლოცვა განსაცდელში მყოფი ადამიანებისათვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.