ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰაიტიში ავტობუსიდან 6 მონაზონი გაიტაცეს

ჰაიტიში ავტობუსიდან წმინდა ანას დების კონგრეგაციის 6 მონაზონი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 19 იანვარს მოხდა.
ცნობილია, რომ მონაზვნებთან ერთად გაიტაცეს ავტობუსის სხვა მგზავრებიც, თუმცა მათი ვინაობა და რაოდენობა უცნობია. უცნობია ისიც, ვინ არის გატაცებაზე პასუხისმგებელი.
მონაზვნები ჰაიტიში გახმაურებული გატაცებების ბოლო მსხვერპლები არიან. ნოემბრის ბოლოს დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში გაიტაცეს ცნობილი ჰაიტელი ექიმი დუგლას ფეიფი. გამოსასყიდის არაერთგზის გადახდის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ ბანდების ტყვეობაში რჩება.
აღსანიშნავია, რომ პორტ-ო-პრენსის დაახლოებით 80%-ს ბანდები აკონტროლებენ. ჰაიტიში კრიმინალური დაჯგუფებები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
გასულ წელს, გაეროს მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით 3 000 ადამიანი გაიტაცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.