პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ

რომის პაპ ფრანცისკეს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ და ის ვატიკანში, თავის რეზიდენციაში დაბრუნდება. ამის შესახებ მისმა ექიმებმა, შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პაპი ფრანცისკე უკვე 37 დღეა საავადმყოფოში იმყოფება. ვატიკანის ცნობით, 88 წლის პონტიფიკოსი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტაბილურ მდგომარეობაშია. ის რომის საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს და ორმაგი პნევმონია დაუდგინეს.
ვატიკანის ცნობით, კვირას, ადგილობრივი დროით 12 საათზე პაპი საავადმყოფოს ფანჯრიდან გამოჩნდება, რათა მიესალმოს და დალოცოს ხალხი საავადმყოფოდან გასვლამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.