ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომის პაპის სკანდალურ განცხადებაზე ვატიკანს განმარტების გაკეთება მოუწია

რომის პაპის სკანდალურ განცხადებაზე ვატიკანში განმარტება გააკეთეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პაპმა თეთრი დროშა ახსენა, მხედველობაში არა უკრაინის კაპიტულაცია, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ჰქონდა.
შვეიცარიულ ტელერადიო კომპანია „არეს აისთან“ უკრაინის ომზე საუბრისას რომის პაპმა განაცხადა, რომ მხარე, რომელიც ომს აგებს, მოლაპარაკებას უნდა დათანხმდეს. როგორც პონტიფიკოსმა აღნიშნა, ომში დამარცხების აღიარება არა სირცხვილი, არამედ გამბედაობაა, რადგანაც სხვა შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.