არქივი10 მარტი, 2024, 21:48
ლატვიის პრეზიდენტი რომის პაპის განცხადებაზე: ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება
„ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება“ - ასე გამოეხმაურა ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი რომის პაპ ფრანცისკეს, რომელმაც უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა - „უნდა ვიპოვოთ გამბედაობა, რათა აღვმართოთ „თეთრი დროშა“.
როგორც ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში წერს, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ „თეთრი დროშა“ რუსეთმა აღმართოს.
„არ შეიძლება ბოროტების წინაშე კაპიტულაცია. საჭიროა მასთან ბრძოლა და გამარჯვება იმისთვის, რომ თავად ბოროტებამ აღმართოს თეთრი დროშა და გამოაცხადოს კაპიტულაცია“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.