არქივი11 მარტი, 2024, 15:06
„დანებება არ არის მშვიდობა“ – სტოლტენბერგი რომის პაპის სიტყვებზე
„დანებება არ არის მშვიდობა. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია დღესვე დაასრულოს. უკრაინას არ აქვს ასეთი შესაძლებლობა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგმა ეს რომის პაპის საპასუხოდ განაცხადა. შეგახსენებთ, ფრანცისკე I-მა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა:
„მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც ამ სიტუაციაში იფიქრებს საკუთარ ხალხზე და თეთრი დროშის გამბედაობა ეყოფა“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.