ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელია 2024 წლის ზაფხულის ყველაზე პოპულარული სიმღერები?

რომელია 2024 წლის ზაფხულის ყველაზე პოპულარული სიმღერები?

Apple Music-ის Shazam-ის რადიოჩარტების მონაცემებით, საბრინა კარპენტერის საზაფხულო ჰიტი „Espresso“ სეზონზე გლობალური რადიოსადგურების ლიდერი იყო. ხოლო, ყველაზე მეტი სტრიმინგი, ამავე პერიოდში, Apple Music-ზე კენდრიკ ლამარის დისი-ტრეკმა – „Not Like Us“-მა დააგროვა.
კარპენტერის ჰიტები, „Espresso“ და „Please Please Please“, გლობალურად, 21 ივნისიდან 20 აგვისტომდე დროით მონაკვეთში, მეხუთე და მეექვსე ყველაზე მოსმენადი სიმღერა იყო Apple Music-ის პლატფორმაზე. Post Malone-ისა და მორგან უოლენის კოლაბორაციით კი, „I Had Some Help“-ი, Billboard-ის „ზაფხულის ჰიტების“ სათავეში მოხვდა. ამერიკელი რეპერისა და უოლენის ერთობლივი ნამუშევარი გლობალური რადიოეთერისა და Apple-ის პლატფორმის ტოპ-ხუთ სიმღერაშიც შედის.
რადიოჩარტებისა და Apple Music-ის ანგარიშით, მიმდინარე ზაფხულის გამორჩეულ არტისტებს შორის მოხვდნენ ბენსონ ბუნი – „Beautiful Things“-ით და საბრინა კარპენტერი სიმღერით – „Espresso“. ცნობისთვის, კარპენტერმა „Espresso“, რომელიც მალევე Billboard Global 200-ის სათავეში მოექცა, აპრილში გამოუშვა. ხოლო ივნისში გამოშვებული „Please Please Please“ კარპენტერის პირველი ჰიტი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველი პოზიცია დაიკავა.
გასული სეზონის პოპულარულ ნამუშევრებს შორის ასევე მოხვდა Hozier-ის „Too Sweet“ – მესამე ყველაზე პოპულარული სიმღერა გლობალურ რადიოში – და ბილი აილიშის „Birds of a Feather“ – ზაფხულის მესამე ყველაზე პოპულარული სიმღერა Apple Music-ზე. წლის გამორჩეულ არტისტებს შორის მოხვდა Shaboozey-იც, სიმღერით – „A Bar Song (Tipsy)“. შემსრულებელი ცნობილი ბიონსეს ალბომ „Cowboy Carter“-ში მონაწილეობით გახდა.
ვრცლად forbes.ge - ზე

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.