ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომელია 2024 წლის ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები?

რომელია 2024 წლის ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები?

მიმდინარე წლის პირველი ფილმი, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, ზაფხულის კინოგაქირავების ლიდერია. Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათი Inside Out 2 ლიდერობს როგორც საშინაო სალაროებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. Box Office Mojo-ს მონაცემებით, ფილმის საშინაო შემოსავალმა $650 მილიონს მიაღწია, მსოფლიო მასშტაბით კი $1.6 მილიარდი გამოიმუშავა.
Disney-Pixar-ის 2015 წლის ფილმის სექუელი, მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიან კინოსურათად გამოსვლიდან დაახლოებით 10 დღის პერიოდში იქცა. Inside Out 2-მა წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის წოდება Dune-ის მეორე ნაწილს ჩამოართვა.
ზაფხულის კინოგაქირავების მეორე ყველაზე წარმატებული ფილმი Marvel-ის Deadpool & Wolverine-ია. Box Office Mojo-ს ანგარიშით, Deadpool-ის მესამე ნაწილმა საშინაო სალაროებში $581 მილიონი გამოიმუშავა. ცნობისთვის, Inside Out 2-ის შემდეგ, Marvel-ის კინოსურათი მიმდინარე წლის მეორე ფილმი გახდა, რომლის შემოსავალმაც სალაროებში $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.
საინტერესოა ისიც, რომ Deadpool & Wolverine-ს ეკუთვნის მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი პრემიერის ტიტულიც. დებიუტის დღეს ფილმმა ბილეთების გაყიდვით გლობალურად $438 მილიონი შეაგროვა.
ზაფხულის კინოგაქირავების ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორისაც ძირითად შემთხვევაში სექუელები ლიდერობდა. მათ შორის იყო Despicable Me 4, Bad Boys: Ride or Die და Twisters-ი.
აქვე გეტყვით, რომ Inside Out 2 ასევე არის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი, $1.45-მილიარდიანი შემოსავლით, რა შედეგითაც მან 2019 წელს გამოსულ Frozen II-ს გადაუსწრო. გარდა ამისა, Disney-სა და Pixar-ის ანიმაციური კინოსურათი, ბოლო მონაცემებით, ყველა დროის მეათე და 2020-იანი წლების მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმიცაა.
ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები შიდა გაქირავებაში:
Inside Out 2 ($646.8 მილიონი)
Deadpool & Wolverine ($581.1 მილიონი)
Despicable Me 4 ($349.2 მილიონი)
Twisters ($249.9 მილიონი)
Bad Boys: Ride or Die ($193.5 მილიონი)
A Quiet Place: Day One ($138.9 მილიონი)
It Ends with Us ($123.8 მილიონი)
The Garfield Movie ($91.9 მილიონი)
Alien: Romulus ($76.6 მილიონი)
Longlegs ($73.6 მილიონი)
ზაფხულის ყველაზე შემოსავლიანი ფილმები გლობალურ გაქირავებაში:
“Inside Out 2” ($1.65 მილიარდი)
“Deadpool & Wolverine” ($1.21 მილიარდი)
“Despicable Me 4” ($887.1 მილიონი)
“Bad Boys: Ride or Die” ($402 მილიონი)
“Twisters” ($348.6 მილიონი)
“A Quiet Place: Day One” ($261.6 მილიონი)
“It Ends with Us” ($245.6 მილიონი)
“Alien: Romulus” ($229 მილიონი)
“The Garfield Movie” ($228.7 მილიონი)
“Furiosa: A Mad Max Saga” ($172.8 მილიონი)
forbes.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.