რომელია საქართველოში 5 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კერძო სკოლა და ვინ არიან მფლობელები

რომელია საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კერძო სკოლა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალის მონაცემებით, ტოპ 5 კერძო სკოლა ბრუნვის მოცულობის მიხედვით ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
შპს ახალი სკოლა - სკოლა 1998 წელს დაფუძნდა, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს: ირაკლი თოფურია (50%) და მარინა ჟღენტი (50%).
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - ის 2019 წელს დაფუძნდა. ბიზნესის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია ფლობს;
შპს ევროპული სკოლა - სკოლა 2006 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თეა ჭეიშვილია. სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი გელა ბეჟუაშვილია;
შპს წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - სკოლა 2016 წელს დაფუძნდა და მას 6 მფლობელი ჰყავს: მინდია საბანაძე /რუსეთის ფედერაცია/ - 25%; იოსებ ხუციშვილი -22.5%; გრიგოლ ბულია - 22.5% ; ირაკლი თევდორაშვილი - 18.75%; ზაზა ბუაძე - 6.25%; მიხეილ ბატიაშვილი - 5%.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.