რომან გოცირიძე:
ოკუპირებულ აფხაზეთში „ოცნების“ მთავრობის ნებართვით ჯერჯერობით უცნობი ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა მას მოსალოდნელი სანქციებისგან არ ათავისუფლებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის ბიზნესს თითქმის მთლიანად „როსნეფტი“ აკონტროლებს. ავტოგასამართი სადგურების უდიდესი უმრავლესობა „როსნეფტსა“ და „პოდოროჟნიკს“ ეკუთვნის. ეს უკანასკნელიც „როსნეფტთანაა“ დაკავშირებული-მისი საკონტროლო წილის მფლობელია რუსეთის მოქალაქე, „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ედუარდ ხუდაინატოვი. ეს ორი კომპანია წლებია არღვევს საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის საწვავის ბაზარსა და მიწოდების ჯაჭვს (იმპორტი, ნავთობბაზები, საცალო ქსელი) სრულად რუსული „როსნეფტი“ აკონტროლებს პირდაპირ თუ ირიბად, თუ რა შარში ამოყო თავი ამ ქართულმა კომპანიამ, ამას მალე ნახავს.
ომის დროს საწვავი სამხედრო დანიშნულების პროდუქტია. უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად ქონების დაგროვება კი არავის შერჩება.




