ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე - არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა - ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია - დამნაშავე ვარ

კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე - არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა - ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია - დამნაშავე ვარ

ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს და მედიკოსებს ბოდიშს უხდის.

ლიკლიკაძე აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ექიმების წასვლის შესახებ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა.

“ეს განცხადება არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლის შელახვა იყო. ეს განზრახვა არ მქონია. სიტყვა გამომრჩა, მაგრამ როგორი კონტექსტიც არ უნდა ყოფილიყო, ეგრევე მოვიხადე ბოდიში.

ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია და მომსვლია ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში. დამნაშავე ვარ”, - განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.

ცნობისთვის, საუბარია კობა ლიკლიკაძის მიერ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. მოგვიანებით კობა ლიკლიკაძემ განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში საუბრისას სიტყვა გამორჩა, კონტექსტი არასწორად იყო აღქმული და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.