ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილმა ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, როგორც 2008 წლის ომამდე, ისე ომის დროს და მის შემდეგ, არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც რუსეთისთვის მისაღები იყო. მაჭავარიანი გამოყოფს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ომამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრების სამართლებრივად აღდგენა, ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის კონფლიქტის ზონაში დატოვება და წაგებული ომის ზეიმი, ომის შემდეგ, პასეს რეზოლუციაზე და ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერა, რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის გამოყენების მტკიცებულებების გადამალვა და სხვა.
“რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის?! ომამდე: 2006 წელს ცხინვალში პარალელურად ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები და ამით სეპარატისტული რეჟიმის არჩევნებს მისცა ლეგიტიმაცია; სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები; ამ საზღვრებში შეიყვანა ახალგორი; კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი; გააუქმა ღალატის მუხლი; სახლში გაუშვა ძველი, გამოცდილი სამხედროები; ომის დროს: არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა; პოლიტიკოსებს მიაღებინა სამხედრო გადაწყვეტილებები; პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას; ხოხვით გაიქცა ბრძოლის ველიდან; გვაზეიმა წაგებული ომი; ომის შემდეგ: პასეს რეზოლუციაზე ხელის მოწერით ჩვენს სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა; ხელი მოაწერა ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია, რომ ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს სამხედრო აგრესიის განსახორციელებლად;
გადამალა და სტრასბურგში არ წარადგინა რუსეთის მხრიდან კასეტური ბომბის გამოყენების მტკიცებულებები; ომიდან რამდენიმე წელში შეცვალა ომის დაწყების თარიღი; ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა; სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტს გადაუფორმა; გადამწყვეტი ხმა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად” – წერს მაჭავარიანი. ის ჩამოთვლის მმართველი პარტიის მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც, რომელთა შორისაა რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმის მოგება სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ა.შ. “რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსეთისთვის: მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში; დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის; 90-იან წლებში; 2008 წლის ომის დროს; განგრძობითად, ოკუპაციის ფარგლებში; სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია;
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი; დევნილების საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების უფლება; რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება; ჰააგის სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ; პ.ს. გაქარწყლებულია ყველა კითხვა ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენაზე. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის უმარტივესია გასარჩევად, ვინ გააკეთა რუსული საქმე და გაზარდა რუსეთის გავლენა საქართველოში. ვისაც გიჭირთ გარჩევა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ,” – წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული