ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ლეგალურად მოპოვება კრიმინალი არ არის; კრიმინალია ელექტროენერგიის ქურდობა და მისი არამიზნობრივი მოხმარება სხვის ხარჯზე

რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ლეგალურად მოპოვება კრიმინალი არ არის; კრიმინალია ელექტროენერგიის ქურდობა და მისი არამიზნობრივი მოხმარება სხვის ხარჯზე
რომან გოცირიძე:
გუშინ სვანეთში პოლიციამ კრიპტოვალუტის გამომმუშავებელი 148 მოწყობილობა ამოიღო. იმ ჭარბი ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც დღეს სვანეთში ფიქსირდება, დაახლოებით 8–9 ათასი მსგავსი მოწყობილობის მუშაობას შეესაბამება. შესაბამისად, ამ მცირე რაოდენობის აპარატის კონფისკაცია უფრო საჩვენებელ და დამაშინებელ აქციად შეიძლება შეფასდეს.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი-მხოლოდ უპატრონოებს დაერევიან თუ მართლაც შეეცდებიან კრიპტოვალუტის მასშტაბური უკანონო მოპოვების პრობლემის მოგვარებას.
ზოგადად, ეკონომიკური პრობლემა ეკონომიკური მეთოდებით უნდა გადაიჭრას. მუქთა ელექტროენერგია რომ არ ყოფილიყო, ამ პრობლემასაც არ შევხვდებოდით.
კრიპტოვალუტის ლეგალურად მოპოვება კრიმინალი არ არის; კრიმინალია ელექტროენერგიის ქურდობა და მისი არამიზნობრივი მოხმარება სხვის ხარჯზე.
Screenshot
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.