: უნგრეთში დეპუტატებმა ხელფასი 40 პროცენტით შეიმცირეს-ჰქონდათ 6,2 ათასი დოლარი, გაუხდათ 3,7 ათასი

უნგრეთში დეპუტატებმა ხელფასი 40 პროცენტით შეიმცირეს-ჰქონდათ 6,2 ათასი დოლარი, გაუხდათ 3,7 ათასი.
სიმართლე გითხრათ, ეს უფრო პოპულისტური ნაბიჯი მგონია. არც ისე დიდი ხელფასი ჰქონიათ იქაურ ხარჯებთან მიმართებით. ფაქტია, რომ უნგრეთში, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოსთან შედარებით დაახლოებით 2,5-ჯერ მეტია, დეპუტატების ხელფასები საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასებზე ნაკლები გახდა. ჩვენი რჩეულის ხელფასი 1,5-ჯერ აღემატება იმათისას.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ოცნების“ დეპუტატებიდან ლამის ყოველი მეორე მილიონერია (თუმცა ზოგიერთები ამას საგულდაგულოდ მალავენ), უნგრეთის პარლამენტი ჩვენთან შედარებით საკმაოდ საწყლად გამოიყურება. მათი დეპუტატის წლიური ხელფასი ჩვენი ერთი დეპუტატის მიერ დეკლარირებული საათების რაოდენობასაც კი ათჯერ ჩამორჩება. ამ თანხით იმ ჩანთასაც ვერ იყიდი, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ქალი დეპუტატი ატარებს.
რთულო სანახაობაა, შეგეცოდება კაცს უნგრეთი:))

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს