: ილიასეული ტრიადა “მამული, ენა, სარწმუნეობა” ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ

ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას. ილიასეული ტრიადა “მამული, ენა, სარწმუნეობა” ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ.
ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებას. ახლა “ადამიანიც” ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით.
სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და გუშინ აღლუმზე ატარეს.
ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია