ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:
სახელმწიფო სექტორში შტატგარეშეების რაოდენობა 5 პროცენტით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი შტატის 15 პროცენტი ამ კატეგორიის მოხელეებით დაკომპლექტდება, დღემდე არსებული 10 პროცენტის ნაცვლად. ეს არის ქართული ოცნების პარტაქტივისა და სანათესაოს დასაქმების დამატებითი გზა. ამით აგრეთვე უნდათ იმ დანაკლისის კომპენსირება, რომელიც სოცილურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაუქმებას მოჰყვება. ეს პროგრამა წინასაარჩევნოდ “ოცნების” მომხრეების რეკრუტირების და ამომრჩეველთა მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა იყო.
სოციალურად
დაუცველთა დასქმების პროგრამით ადამიანებს აფორმებდნენ სახელმწიფო სამსახურებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე და უხდიდნენ 200-300 ლარს თვეში. 377 მილიონი ლარი დაიხარჯა ოთხ წელიწადში. დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანმა გაიარა ამ პროგრამის ქვეშ. მხოლოდ 2025 წელს 113 მილიონი ლარი იქნა ბიუჯეტიდან გამოყოფილი. 2026 წელს ეს პროგრამა მილევად რეჟიმში გადაიყვანეს, მხოლოდ 22 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სამაგიეროდ გამოთავისუფლებული ფული დამატებითი რაოდენობის შტატგატეშეების ასაყვანად გადაისროლეს.
მერე კითხულობენ, რატომ იზრდება ფასები, რატომ ხარჯავენ ერთნი ათასებს, ხოლო მილიონამდე ჩვენი მოქალაქის საშუალო პენსია 400 ლარიც არაა, თანაც ესეც განახევრებული მსყიდელობითუნარიანობით.




