ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომან გოცირიძე: ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, რბილად რომ ვთქვათ და თანამდებობაზე მყოფი მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ

რომან გოცირიძე: ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, რბილად რომ ვთქვათ და თანამდებობაზე მყოფი მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ
რომან გოცირიძე:
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევნ დავითაშვილი, რომელიც პირდაპირ კურირებდა ენერგეტიკას, სამუშაოდ გადადის იტალიურ ნავთობკომპანიაში, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანულ “სოკარს”. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “სოკარში” გადადიან ის ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებსაც უშუალოდ ჰქონდათ ურთიერთობა ამ კომპანიასთან (ენერგეტიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ა. შ.). ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, რბილად რომ ვთქვათ და თანამდებობაზე მყოფი მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვა, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ.
ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, როცა ბევრ გაურკვეველ დათმობებზე ვსაუბრობდით აზერბაიჯანული კომპანიების მიმართ. თუნდაც იგივე ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენში ჩვენი კუთვნილი სივრცის დათმობა რომ ავიღოთ, რომელიც მოულოდნელი იყო ყველასათვის. სწორედ დავითაშვილი იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი, რომელიც დღეს აზერბაიჯანული კომპანიის დირექტორი გახდა იტალიაში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.