ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"რომამ" ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

ჟოზე მოურინიო იტალიის სერია A-ს კლუბის, რომას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პორტუგალიელი მწვრთნელი რომაში 2021 წლიდან მუშაობდა. კლუბთან ერთად მოურინიო კონფერენციის ლიგის გამარჯვებული გახდა. ტიტულოვანი კლუბს არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს და ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს.
რომამდე პორტუგალიელი სპეციალისტი 2019-2021 წლებში ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ტოტენჰემს წვრთნიდა.
სხვადასხვა წლებში მოურინიოს მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ინგლისის პრემიერლიგა, 1 ესპანეთის ლიგა და 2 სერია A-ს ტიტული.
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ჟოზე მოურინიო. რომას კი, სავარაუდოდ, კლუბის ლეგენდა, დანიელე დე როსი ჩაიბარებს, რომელიც გასულ სეზონში სპალს წვრთნიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.