ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟოზე მოურინიო ბარსელონაში ჩაფრინდა - როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც კატალონიური გრანდის შესაძლო მწვრთნელობაზე ჰკითხეს [VIDEO]

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბარსელონაში ჩაფრინდა. აეროპორტში მას El Chiringuito-ს ჟურნალისტი დახვდა, რომელმაც კითხვა იმის შესახებ დაუსვა, ხომ არ უკავშირდება ეს ვიზიტი მის კატალონიურ გრანდში შესაძლო დასაქმებას.
გამოცდილმა დამრიგებელმა ამ კითხვას არ უპასუხა და მხოლოდ გაიღიმა, რის შემდეგაც აეროპორტი დატოვა.
როგორც იცით, მოურინიო "რომადან" ახლახანს დაითხოვეს. იტალიურ პრესაში იწერება, რომ ის მოლაპარაკებებს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" გამართავს.

ვიდეო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.