ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც მოურინიო "რომადან" გაუშვეს

Football italia იმ მიზეზზე წერს, რის გამოც "რომამ" გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა.
ცნობილი ხდება, რომ "ჯალოროსის" ამერიკელ მფლობელ დენ ფრიდკინს პორტუგალიელის დათხოვნა აქამდე ორჯერ უკვე სურდა.
პირველად - ევროპის ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, მეორედ კი - იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში "ჯენოასთან" გასვლაზე 1:4 განადგურების მერე.
ფრიდკინს ასევე აღიზიანებდა მოურინიოს მუდმივი წუწუნი მსაჯებსა და სატრანსფერო პოლიტიკაზე. ჟოზეს ასევე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან, მათ შორის, სმოლინგთან, სანჩესთან, სპინაცოლასთან და პელეგრინისთან.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის
მიხედვითაც, ჟოზეს აგენტმა თავისი კლიენტის სამსახური "ნაპოლის" შესთავაზა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.