როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში – გახარიას გუნდის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე

გიორგი გახარიას გუნდი სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს – პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი გახარია გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მაშინ დაბრუნდება საქართველოში, როცა საჭირო იქნება.
მანამდე სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება მოიპოვა.
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება.
გახარია დაბრუნდება მაშინ საქართველოში, როცა იქნება საჭირო. ივანიშვილის და ნაცების სურვილი, გახარიამ შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა, რა თქმა უნდა, დარჩება აუხდენელი. გახარია არის იქ, სადაც ყველაზე ეფექტური არის სახელმწიფოსთვის და საერთო საქმისთვის, რაც შეეხება ბინადრობის მოწმობას, ევროკავშირში ხანგრძლივი საქმიანობისთვის პროცედურები, რაც საჭიროა, გახარია ამ პროცედურებს გააკეთებს და გაივლის. მე ვერ ვხდები რა არის საერთოდ კითვის ნიშანი აქ, ან რა არის გასაკვირი, ან კითხვა რაში მდგომარეობს საერთოდ”, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“