გიორგი გახარია – დღეს “ოცნებას” არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს, მაგრამ აქვს რესურსი, რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა, როდესაც საქართველოში ვიქნები, ამიტომ თბილისში დაბრუნებას არ ვაპირებ

მე არ ვთვლი დღეს, რომ “ოცნებას” აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
გახარიას განმარტებით, თუ ის საქართველოში დაბრუნდება, სახელისუფლო გუნდი მის დაკავებას ვერ შეძლებს, თუმცა, შეუძლია, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეუშალოს.
“დღეს “ოცნებას” არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ “ოცნებას” აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს. მაგრამ იმის რესურსი “ოცნებას”, რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.
ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ. ფაქტია, რომ დღეს “ოცნებას” აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბევრად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში“, – აღნიშნა გახარიამ “ტვ პირველთან“.
მისი თქმით, ამიტომ ჯერ თბილისში დაბრუნებას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს