ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი - გახარია სააკაშვილს დასცინოდა, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზით ჩამოვა, ზღვით თუ მინდორით, ან კონტეინერით შეიძლება შემოაგზავნონ

გურამ მაჭარაშვილი - გახარია სააკაშვილს დასცინოდა, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზით ჩამოვა, ზღვით თუ მინდორით, ან კონტეინერით შეიძლება შემოაგზავნონ

გახარია სააკაშვილს დასცინოდა, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზით ჩამოვა, ზღვით თუ ჩვეულებრივი მინდორით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ საკუთარი თავი ტრაგიკომედიურ სიტუაციაში ჩააგდო.
„იმაზე, რომ სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები არაკომპეტენტურობასთან ერთად, არასერიოზულად იქცევიან, მეტყველებს, მათ შორის, გახარიას საქციელი. ჯერ ამბობდა, რომ ბოიკოტს აცხადებდა, მერე ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, ახლა ამბობს, რომ უნდა იმუშაონ პარლამენტში. თვითონ წავიდა, აღარ ჩამოდის. დასცინოდა სააკაშვილს, როდის ჩამოვაო და ახლა თვითონ გაუხდა ასარჩევი, რომელი გზით ჩამოვა, ზღვით თუ ჩვეულებრივი მინდორით, ან კონტეინერით შეიძლება შემოაგზავნონ. ასეთი ტრაგიკომედიურ სიტუაციაში აღმოიჩინა თავისი თავი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. ამასთან, გახარიამ თქვა, რომ საპარლამენტო მანდატების არგამოყენება შეცდომა იყო. ასევე, ის არ გამორიცხავს, რომ მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს, თუმცა აცხადებს, რომ „ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნება“ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.