როდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი მთელ საქართველოში – სინოპტიკოსის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.
„დღეისათვის დასავლეთ საქართველოში გვექნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია იყოს ქარბუქი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გვექნება თოვლი. აქაც შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. რაც შეეხება თბილისს, აქ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება მცირე თოვლი“, – განუცხადა „ქრონიკას“ სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!