როდემდე ითოვებს? – ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს.
„უახლოესი დღეების პროგნოზი სანაპიროზე – ისევ თოვა!ამ საოცარ ფოტოზე ნაჩვენებია მემედ აბაშიძის გამზირი, სიცივემ და თოვლმა ის ჯადოსნურ თოვლიან სანახაობად აქცია! ამჟამად თოვლის საფარი 25 სანტიმეტრია.რა მშვენიერი მართლაც და რამდენ ხანს შენარჩუნდება თოვა ეს არის მთავარი კითხვა.დღეს შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში ძლიერი თოვლი, ხვალ და ზეგ 22 და 23 თებერვალს დღისით შედარებით შესუსტდება ნალექი და ხანმოკლედ გამოიდარებს, მაგრამ 23 ში საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი და თოვის განახლება, ითოვებს 24 და 25 თებერვალსაც.საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე , მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი 26 თებერვლამდე, ინტენსიურად ითოვებს მხოლოდ სანაპიროზე.ღამით ყველგან იქნება ყინვა.“ – წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია