ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თოვლიანი ამინდი იქნება

25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თოვლიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რაიონებში შესაძლოა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი დაფიქსირდეს, ხოლო ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.
„23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.