როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო:
ს” (BGEO) აქციების ფასი 5.54%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 50.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.48 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 42.45%-ით გაიზარდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.23%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 32.15 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.77 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 14.21%-ით გაიზარდა.
“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.07%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 13.26 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 618 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 39%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart

ასევე დაგაინტერესებთ