ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

Galt&Taggart-ის 25–29 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების ფასები როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. ყველაზე მაღალი ზრდა ს აქციებმა აჩვენა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 50.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.54% წინა კვირასთან შედარებით და +7.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.30 – 51.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 32.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.23% წინა კვირასთან შედარებით და +8.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 195 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.00 – 32.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.26 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.07% წინა კვირასთან შედარებით და +8.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 423 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.16 – 13.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ