როგორ აფასებს ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს

ოპოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშს აფასებს.
“მნიშვნელოვანია პოზიტიური შეფასება კონტრტერორისტული საქმიანობის ნაწილში, მაგრამ ასევე არის პრობლემურ საკითხებზე ხაზგასმა, პირველი ეს არის საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოება და პატრულირების გაძლიერება, რომელზეც ანგარიშშია საუბარი,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “ამერიკის მოსაწონი რაღაც გააკეთა”.
“საქართველოს ყველა წარმატება პირად წარმატებად მიმაჩნია, ამიტომ, პირიქით მოსაწონია, თუკი ამერიკის მოსაწონი რაღაც გააკეთა ხელისუფლებამ,” – აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში – საქართველო, როგორც შტატების ძლიერი პარტნიორი. ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ჩვენი ქვეყანა მოწინავე ქვეყნების რიგებშია. საქართველოს შეუძლია: ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. ვაშინგტონი კონტრ-ტერორიზმის სტრატეგიას, რომელიც თბილისმა მომავალი 4 წლისთვის გაწერა, უმაღლეს შეფასებას აძლევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, განცხადებით, საქართველოს აქვს მკაფიოდ გაწერილი და კარგად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ბაზა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო ამ მიმართულებით დადებითად შეფასდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება