აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა.
ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც.
“ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო. საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორიზმის შემთხვევების აღმოჩენა, აღკვეთა და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასთან,” – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოში ტერორიზმის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის შეთქმულება, რომელსაც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის დაჯგუფებასთან დაკავშირებული ირანელები ხელმძღვანელობდნენ.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია ტერორიზმის მხარდამჭერი ქმედებები, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა, ტერორიზმისკენ მოწოდება და ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩაბმა, მათ შორის, უცხოელი მებრძოლებისა,” – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს