“ტრიოს” გახლეჩა ნიშნავს, რომ საქართველოც აუცილებლად დაზარალდება – როგორ აფასებს ოპოზიცია ორბანის განცხადებას

უკრაინის დაბლოკვის მცდელობის გამო, ოპოზიცია ვიქტორ ორბანს აკრიტიკებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე.
ამასთან, ენმ-ში მმართველ გუნდსაც პასუხობენ და აცხადებენ, რომ მათ არასდროს უთქვამთ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
“ნაციონალური მოძრაობა” ოდესმე ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს? ასეთი რამ არ ყოფილა. საქართველო და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
ორბანის განცხადებებზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა – საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც იმსახურებენ, გახდნენ ევროკავშირის წევრები,” – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
რაც შეეხება “ლელოს,” პარტიაში ამბობენ, რომ ე.წ. ტრიოს [საქართველო, , მოლდოვა] გახლეჩა საქართველოსაც დააზარალებს. შესაბამისად, ორბანმა საკუთარი პოზიცია უნდა შეცვალოს.
“სამწუხაროა, რომ ე.წ. ტრიოს გახლეჩის მომხრე არის ერთადერთი ქვეყნის ხელისუფალი – . ტრიოს გახლეჩა ნიშნავს იმას, რომ საქართველოც აუცილებლად დაზარალდება, რაც არ გვინდა. უნგრეთმა უნდა შეცვალოს საკუთარი პოზიცია და ტრიოს უნდა მისცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში,” – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ როდესაც საქართველოს სტატუსი არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უკრაინასა და მოლდოვაზე წინ იყო, ოპონენტებს საკუთარი ქვეყანა არ დაუცავთ და, უფრო მეტიც, ევროპულ საბჭოს ეს გადაწყვეტილება მოუწონეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი