არქივი16 ნოემბერი, 2025, 23:55
რობერტ ფიცომ ჯანმრთელების მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების გამოსაგანგებო მიმართვა გააუქმა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ჯანმრთელების მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების გამო საგანგებო მიმართვა გააუქმა.
ფიცოს პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ერიკ კალინაკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ვირუსული ინფექცია დაემართა.
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, ფიცოს მიმართვა 17 ნოემბერს სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ STVR-ზე უნდა გასულიყო, რაც რამდენიმე საათის წინ დაანონსდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფიცოს საგანგებო მიმართვის თემა არ დაუკონკრეტებია.
1tv.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.