ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რესან ქიქავა: არიან ადამიანები, რომელთა წასვლით დატოვებულ სიცარიელეს, ვერაფერი ავსებს. მე ასეთი ადამიანი დავკარგე. კახა გველესიანი

რესან ქიქავა: არიან ადამიანები, რომელთა წასვლით დატოვებულ სიცარიელეს, ვერაფერი ავსებს. მე ასეთი ადამიანი დავკარგე. კახა გველესიანი
ბიზნესმენი რესან ქიქავა:
არიან ადამიანები, რომელთა წასვლით დატოვებულ სიცარიელეს, ვერაფერი ავსებს.
მე ასეთი ადამიანი დავკარგე.
კახა გველესიანი.
განათლებული, ცნობისმოყვარე, ხარისხზე ორიენტირებული, შეუპოვარი...
ესთეტი, რომელიც ყველა დეტალში ეძებდა სრულყოფილებას.
რთული იყო გეპოვნა მასზე საინტერესო თანამოსაუბრე, თანამოაზრე, თუ თანამოპაექრე.
თუმცა, ერთია, რა იყო კახა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის და მეორეა, რა იყო კახა ამ ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის.
კახამ, საბჭოთა საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, პარტნიორებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი, ყოველწლიური საერთაშორისო საგამოფენო პროექტებით და ულამაზესი პარკით.
კახას მონაწილეობით, ქვეყანაში შემოვიდა მერიოტი, აშენდა ამ ბრენდის რამდენიმე სასტუმრო, აღდგა რესტორანი ფუნიკულიორი…
ბიზნესმენობა, არის შემოქმედებითი საქმიანობა, ამ პროფესიის საუკეთესო გაგებით.
ბიზნესმენი, არის რაღაც ღირებულის შემქმნელი, პროგრესის გამომწვევი და ამ პროგრესის შედეგების სხვებისთვის გამზიარებელი.
ასეთი ბიზნესმენი ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში.
კახა ასეთი ბიზნესმენი იყო.
კახა ქმნიდა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.