“ახმეტელი ზაქარია მარკოზაშვილი დააჯარიმეს ჩემი შეურაცხყოფისთვის, გაჭირვებული კაციაო სოფელ ხორხელიდან.
გაითვალისწინეს მისი მდგომარეობა და 500 ლარი დაუწერესო. შემთხვევით შევიტყვე ეს ამბავი. თელავში გამართულა სხდომა.
კახელ კაცს გინებას რომ აუკრძალავდნენ იფიქრებდა ნეტა ბატონი ზაქარია?
პირველივე წუთს, ეგრევე ვიფიქრე რომ დავხმარებოდი ამ კაცს ჯარიმის გადახდაში. დიდსულოვანი საქციელი იქნებოდა ჩემგან. ალბათ ყველა იაზრებთ, რომ არც ისეთი დიდი თანხაა, რომ ვერ შემეგროვებინა სულ რაღაც რამდენიმე წუთში. იქნებ 500 ლარი მართლა მიღირდეს იმად, რომ დავანახო მათ:
ჩვენ თქვენნაირები არ ვართ. ჩვენ ვნერვიულობთ როგორ უნდა გადაიხადოს გაჭირვებულმა კაცმა ჯარიმა გინებისთვის, მათ შორის ჩვენი გინებისთვის.
მაგრამ განა ეს სწორია? მართალი ვიქნები გულს ავყვე და არა გონებას?
ჩემი გონება კი ამას მეუბნება:
მართლა ჩემი გინება ხომ არაა ამ კაცის დანაშაული? ეს კაცი ხელისუფლების მხარდამჭერია. მას მისივე არჩეული მთავრობა აჯარიმებს. ამ ურთიერთობაში გაჩხერვა არ შეიძლება. სწორი იქნება რომ შედეგები მთავრობის გაუგონარი გადაწყვეტილების გამო მხარდამჭერმა თავის ტყავზე თავადვე იწვნიოს – გადააფასოს, გაბრაზდეს, დაფიქრდეს.
ჩემი გინება მოსულა. მაგრამ ალბათ ეს კაცი მზიას დაჭერასაც უჭერდა მხარს. უჭერდა მხარს ბავშვების ცემასაც, სინდისის ტყვეების დაჭერასაც, ალბათ ტაშს უკრავდა ბიძინას ყველა გამოსვლას და ითხოვდა უფრო მწარედ დაესაჯათ ადამიანები..
ამიტომ ხომ მაქვს უფლება მისივე რჩეული მთავრობის პირისპირ დავტოვო?
ის ალბათ კითხულობს ამ სტატუსსაც, რადგან ჩემს კედელზეა ხოლმე:
მე თქვენთვის არ მიჩივლია, ბატონო ზაქრო. მამუკა მდინარაძე კი არ ვარ და მარიამ ლაშხი, რომ საკუთარ თავს ეგ ვაკადრო, საკუთარი თავი ასე ავიგდო აბუჩად და დასაცინად რომ ადამიანს ვუჩივლო სტატუსის გამო. მკიდია რას დაწერთ.
თქვენ იმიტომ გსჯიან, რომ თქვენ მათთვის იდეური მოკავშირეები კი არა, უბრალოდ, ბიუჯეტის შესავსები იაფი მასალა ხართ. იმიტომ გსჯიან, რომ ეს პრეცედენტი შექმნან. რომ მერე, როცა დასჭირდებათ, ყოველგვარი ჩვენი საჩივრების გარეშე, ჩვენვე გვიჩივლონ და დაგვაჯარიმონ „ქოცების შეურაცხყოფისთვის“. ბატონი ზაქარია, თქვენ საცდელი კურდღელი ხართ თქვენივე მხარდაჭერილი ხელისუფლების, მეტი არაფერი. ისინი საკუთარ მომხრეებს იყენებენ, რათა მერე ჩვენ დაგვიპირისპირდნენ. ჰოდა, ეს არაჯანსაღი ურთიერთობა – თქვენი და მთავრობის ურთიერთობაა. მე აქ ზედმეტი ვარ.”
ვიკა ბუკია მოქალაქეს, რომელიც მისი შეურაცხყოფისთვის




